მე -18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადმიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილია თენგიზ ბელქანია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ავადმყოფობდა. „ნიუსპრესი“ დამატებით დეტალებს ამ წუთებში ადგენს.
რამდენიმე დღის წინ 18-დაწესებულებაში პატიმარი ზურაბ დელიანიძე გარდაიცვალა, რომელსაც ფოტოების მიხედვით სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ამ წუთებში, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
