კორუფციასთან ბრძოლის ქართულ მოდელს მონღოლეთის დელეგაცია გაეცნო
კორუფციასთან ბრძოლის ქართულ მოდელს მონღოლეთის დელეგაცია გაეცნო
15:35 04.05.2012
იუსტიციის სამინისტროს დღეს მონღოლეთის დელეგაცია ესტუმრა.
მონოღოლეთის კორუფციასთან ბრძოლის სააგენოტოს, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მიიღო.
ვაშაძემ სტუმრებს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2010 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" კვლევის შედეგები წარუდგინა, რომლის თანახმადაც კითხვას - გადაუხდიათ თუ არა უკანასკნელი ერთი წლის მანძლზე ქრთამი - დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 3%-მა, რესპონდენტთა 78% განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონე "შემცირდა" ან "ძალიან შემცირდა".
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკური, სახელმწიფო შესყიდვების და განათლების სისტემის რეფორმები გააცნო.
იუსტიციის სამინისტროს შემდეგ, მონღოლეთის დელეგაცია იუსტიციის სახლს ეწვევა და სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნობა.

ბეჭდვა