კუდ-მა აფხაზეთიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში ეჭვმიტანილი დააკავა
კუდ-მა აფხაზეთიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში ეჭვმიტანილი დააკავა
10:48 04.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული პიროვნება დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.

ასაფეთქებელი ნივთიერება შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე გააუვნებელყვეს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ასაფეთქებელი ნივთიერება მოქალაქეებმა ზუგდიდის პროკურატურის მახლობლად იპოვეს.

ბეჭდვა