პირობით ვადაზე ადრე საპყრობილეს 14 მსჯავრდებული დატოვებს.
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი
მოსმენის დასრულების შემდეგ, 14 განცხადება დააკმაყოფილეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, საბჭოები განცხადებებს ყოველი თვის ბოლოს იხილავენ, შემდეგ მსჯავრდებულის და ადვოკატის თანდასწრებით ზეპირი მოსმენა იმართება.
5 წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
