ჰააგაში საიუველირო მაღაზიის ძარცვასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი სანდრო გრიგოლია უკვე დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ეჭვმიტანილი გუშინ თბილისში დააკავეს. სანდრო გრიგოლიას ექსტრადიციის დეტალებზე სამართლდამცავები ქართულ მხარესთან კონსულტაციებს გადიან.
ჰოლანდიაში საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმა 25 აპრილს მოხდა. მომხდარში ეჭვმიტანილი 19 წლის სანდრო გრიგოლია და მისი თანამზრახველი ზია ბორჩუკი არიან. ისინი მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ემუქრება გრიგოლია იუველირს იარაღით, შემდეგ კი, სროლას იწყებს. იუველირი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
