ჰააგაში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე იძებნება
ჰააგაში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე იძებნება
11:26 02.05.2012
ჰოლანდიის სამართალდამცავი ორგანოები ჰააგაში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 19 წლის სანდრო გრიგოლია და მისი თანამზრახველი ზია ბორჩუკი არიან. გრიგოლიამ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.

გრიგოლია და ბორჩუკი საიუველირო მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ემუქრება გრიგოლია იუველირს იარაღით, მენეჯერის უარის შემდეგ კი, იარაღიდან ისვრის.

ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჰააგის პოლიციამ ჯილდოდ 15 000 ევრო დააწესა. საქმეში ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო ჩაერთო.

ბეჭდვა