მსჯავრდებულისთვის პირობითი სასჯელის გაუქმება სასჯელის ნახევრის მოხდამდეც შესაძლებელი ხდება
მსჯავრდებულისთვის პირობითი სასჯელის გაუქმება სასჯელის ნახევრის მოხდამდეც შესაძლებელი ხდება
20:01 30.04.2012
მსჯავრდებულისთვის პირობითი სასჯელის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა სასჯელის ნახევრის მოხდამდეც შესაძლებელი ხდება. აღნიშნულს ,,არასაპატიმრო  სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პირობით მსჯავრდებულისთვის პირობითის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა სასჯელის ნახევრის გასვლამდეც, თუკი მას გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და ჯეროვნად შეასრულებს ამ შეთანხმების პირობებს.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, განრიდებულის მიერ ნაკისრი საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობას პრობაციის ბიურო განახორციელებს.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ლაშა თორდია არიან.




ბეჭდვა