პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფისას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება
პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფისას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება
17:12 30.04.2012
პარლამენტის მიერ მიღებულ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტთა ახალი პაკეტით მონაცემთა დამმუშავებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, ასევე იცვლება და ფართოვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები.
იმავდროულად, ცვლილება შედის “სისხლის სამართლის კოდექსში”, რომლის მიხედვითაც, პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის შემთხვევაში სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება თუკი ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ცვლილება შედის ასევე “ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ და ტერმინი „პირადი საიდუმლო” შეიცვლება ტერმინით “პერსონალური მონაცემი”. იმავდროულად, კოდექსიდან ამოღებული იქნება ის მუხლები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, მასში შესწორების შეტანას ან მათ განადგურებას აწესრიგებენ.

ბეჭდვა