რუსეთის მოქალაქე 65 000 ლარის ჯარიმას გადაიხდის
რუსეთის მოქალაქე 65 000 ლარის ჯარიმას გადაიხდის
16:44 30.04.2012
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ვიქტორ კორნევს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
კორნევი კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის "VOLGO BALT 203"-ის კაპიტანია, რომელიც ზღვის დაბინძურების ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციამ "VOLGO BALT 203" ფოთის პორტის მე-9 ნავმისადგომთან 28 აპრილს დააკავა.
დაკავების შემდეგ, გემის კაპიტნის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორნევი ჯარიმის გარდა, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

ბეჭდვა