დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გიორგი ფირანიშვილი და გიორგი გოგობერიშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფირანიშვილმა და გოგობერიშვილმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფ სამ პირთან ვლადიმერ გორბინთან, მამუკა ჩიკვილაძესთან და რუსლან ალიმამედოვთან ერთად, 2008 წლის 28 მაისს ირანის მოქალაქის რაშიდ ჰარიმ გარგარის კუთვნილი სარეცხი საშუალებების მაღაზია გაქურდეს. მათ მაღაზიიდან სეიფიც მოიპარეს, რომელშიც 40 000 აშშ დოლარი და 20 000 ლარი ინახებოდა.
დაკავებულები მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
