ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აბდულ ჭანტურიას 16 წლიანი საპატიმრო მსჯავრი 13 წლით შეუმცირა.
მას პატიმრობა ქურდობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისთვის მიესაჯა.
საქმის მასალების მიხედვით, ჭანტურიამ ხობის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები შეისყიდა. 183 077 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტში მოცემულ მონაცემებს შორის სხვაობამ 15 973 ლარი შეადგინა.
მეორე ინსტანციის სასამართლოში, საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აბდულ ჭანტურიას ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვით მსჯავრდებულს დადებული მსჯავრი 8 წლამდე შეუმცირდა. აქედან 3 წელს ჭანტურია სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, დარჩენილი 5 წელი კი, პირობით ჩაეთვლება.
