შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულში ეჭვმიტანილი მურათ ქოროღლუ, ოზგურ ჩელიქი, მეჰმეთ ბიიქ, ნეჩმი ბულდუქი და აჯარ ქადირი არიან.
მათ 2012 წლის 22 თებერვალს და 2 მარტს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ "ISIK-3"–ით, საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის ბიჭვინთის საზღვაო რაიონში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა ედებათ ბრალად.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ, ახლახანს თურქეთის რესპუბლიკის კიდევ 7 მოქალაქე დააკავა.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე მუხლით მიმდინარეობს.
