ამერიკელი პროკურორი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს
ამერიკელი პროკურორი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს
15:25 27.04.2012
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ოჯახური ძალადობის პრობლემებზე იმსჯელეს.  მხარეებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შედგა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა ბრიჯიტ ბრინკმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, ქალები და ბავშვები საკუთარ სახლებში თავს მშვიდად გრძნობდნენ.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანიც არის ის, რომ საქართველო ამ პრობლემას უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს“ – აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.
მისივე განმარტებით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოში ცნობილი პროკურორი დევიდ მარტინი ჩამოიყვანა, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებს.

ბეჭდვა