შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფა არ იგეგმება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფა არ იგეგმება
19:26 26.04.2012
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამინისტროს დაყოფას არ ეთანხმება. ამის შესახებ მან პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას განაცხადა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ევროპული სტანდარტებით, ძალოვანი უწყებების გაერთიანება ხდება. მან მაგალითად ავსტრია, საფრანგეთი, უნგრეთი, სკანდინავიის ქვეყნები დაასახელა, სადაც ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება მოხდა.
„არ ვაპირებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავყოთ“ – განაცხადა მინისტრმა მერაბიშვილმა.

ბეჭდვა