ირანის საელჩოსათან ნაპოვნ ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა
ირანის საელჩოსათან ნაპოვნ ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა
11:02 16.02.2012
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ირანის საელჩოსთან მოქალაქეების მიერ ნაპოვნ ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
მოქალაქეთა ზარის საფუძველძე შსს თანამშრომლებმა საელჩოების მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს რის გამოც თამარაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ტანსპორტის მოძრაობა წუხელ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.
როგორც შოთა უტიაშვილმა ,,ნიუსპრესს"-ს განუცხადა ეს იყო ცრუ განგაში და ადგილზე მისულ შსს თანამშრომლებს ჩანთაში რაიმე საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ. მისივე თქმით, სავარაუდოდ ჩანთა რომელიმე მგზავრს უბრალოდ ქუჩაში დარჩა.

ბეჭდვა