სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
12:29 25.04.2012
შინანგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი თამაზ კვიციანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 მარტს კვიციანმა შურისძიების მოტივით მეზობლად მცხოვრებ პაპუნა ჩიკვატიას დანით სახის, მუცლის, ფეხისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩიკვატია კი, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
1984 წელს დაბადებული თამაზ კვიციანი ოპერატიული–სამძებრო ღონისძიების შედეგად მესტიაში დააკავეს, მანამდე ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ცხოვრობდა.
შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა