პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმეში ბრალდებულ ნუგაზ ბოჭორიშვილს
აღარ დაიცავს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი უფლებადაცვით საქმიანობას 2003 წლიდან ახორციელდებს, თუმცა, ამ ეტაპზე, პოლტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ბოჭორიშვილის ადვოკატი ვერ იქნება.
„ადამიანს სჭირდება დაცვა მაშინ, როცა მის მიმართ სისხლის სასმართლის დევნა ხორციელდება, თუმცა, დღეიდან ბოჭორიშვილს ვეღარ დავიცავ, მის საქმეზე სხვა ადვოკატები მუშაობენ “-განაცხადა კობახიძემ.
ნუგზარ ბოჭორიშვილი "საერთაშორისო ნარკოკარტელის" საქმეში 5 მსჯავრდებულიდან ერთ-ერთია, იგი ძებნაში იმყოფება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2010 წელს საქართველოში აღიძრა. საქმე კოლუმბიიდან საქართველოში 220 კგ. კოკაინის ტრანზიტით შემოტანას და შემდეგ, ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას ეხებოდა.
