სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესს IRI-ის და NDI-ს წარმომადგენლები დაესწრებიან
სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესს IRI-ის და NDI-ს წარმომადგენლები დაესწრებიან
12:50 24.04.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე, ზუგდიდში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალ დემოკრატებში“ განუცხადეს, სასამართლო პროცესს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი და NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო დაესწრებიან.
„თავისუფალი დემოკრატების“ ცნობით, დღეს სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე მე-3 პროცესი იმართება.
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
დღესვე, ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი მივა. ის პოლიციაში მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
„ამომრჩველთა ლიგის“ ინფორმაციით, კახა მიქაია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხელისუფლება და „ახალაიების კლანი“ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის მცდელობაში ამხილა.
მოძრაობა მის დაპატიმრებას სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს. ზუგდიდის სასამართლოს ეზოში ის ჩაჩიბაიას დაპატიმრების ფაქტს აპროტესტებდა. მიქაია ათდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბეჭდვა