პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების ფარგლებში სისტემაში ფსიქიატრიული სამსახური შეიქმნა.
როგორც "ნიუსპრესს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა ფსიქიატრიული სამსახურის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრები შეარჩია.
სპეციალისტების შერჩევა კონკურსის გზით განხორციელდა.
ახალი თანამშრომლებისთვის რეფორმის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა.
