„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ღია კარი დღეს გამართავს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ღია კარი დღეს გამართავს
17:14 23.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში ხვალ დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, საპროცესო შეთანხმებების შესახებ ღია კარის დღე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე ორგანიზაციის იურისტები მონაწილეებს საპროცესო შეთანხმების არსს და მნიშვნელობას გააცნობენ. ასევე, ისაუბრებენ მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე.
ღია კარის დღეზე იურისტები საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით მოქალაქეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადვოკატებს კითხვები დაუსვან და მათთვის საინტერესო თემებზე პასუხები მიიღონ.
კონსულტაციები ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში ჩატარდება.
პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის - „სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.


უფასო იურიდიულ მომსახურებას მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა სახლი და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მომავალშიც გაუწევს.

ბეჭდვა