იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგებს ჩაატარებს
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგებს ჩაატარებს
16:51 23.04.2012
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ეფექტურ მომსახურებას იწყებს და საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით სასწავლო ცენტრში ერთკვირიანი სამუშაო პროგრამა დაიწყო. პროგრამას დიდი ბრიტანეთის ტრენინგ-ცენტრის "Impact Factory"-ს ტრენერები უძღვებიან.
პროგრამა ეფექტური მომსახურების მისაღწევად საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას გულისხმობს, გარდა ამისა, არსებული პროგრამები გადაიხედება და საბოლოო მოდული შემუშავდება.
ტრენინგები სასწავლო ცენტრში უკვე გაიარეს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამსახურის, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, კახეთის რეგიონის მუზეუმების, რესტორნებისა და სასტუმროების თანამშრომლებმა.
სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისის მერიისა და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგები.
მომსახურების გაუმჯობესების შემდგომი ეტაპი ტრენინგ-პროგრამის სერტიფიცირებაა, რასაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი მაისში გეგმავს.

ბეჭდვა