არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხვალ "ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტთან
დაკავშირებული მოსაზრება-შენიშვნების" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან" აცნობეს, პრეზენტაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენლებიც დაეწსრებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალვე პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტს პარლამენტში შეიტანენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვთ, რომლებიც საჯარო ინფორმაციას და სხვა საკითხებს ეხება.
პრეზენტაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გაიმართება.
