უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, იურისტები, მოსამართლეები და სტუდენტები სასამართლო პროცესზე
შეჯიბრობითობის პრინციპზე მსჯელობენ.
აღნიშნულ საკითხზე უზენაეს სასამართლოში კონფერენცია "შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში" მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპი მოდავე მხარეებისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად თანაბარ შესაძლებლობას გულისხმობს.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, წელს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ შეჯიბრობითობის პრინციპი და მისი პოპულარიზაციაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა მათ სასამართლოში მიმდინარე რეფორმებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
