საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრები საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მიიღო და დელეგაციის წევრებს სისხლის
სამართლის რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ყირგიზებს "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" და "დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის" შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უასფრთხო დედაქალაქად.
საუბარი საჯარო სამსახურისა და მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ყირგიზეთის დელეგაციის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში გატარებული წარმატებული რეფორმების გაცნობაა.
გარდა იუსტიციის სამინისტროსა, ყირგიზეთის დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის კანცელარიაში, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში გამართავენ. სტუმრები ბათუმსაც მოინახულებენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსაც შეხვდებიან.
ყრგიზეთის დელეგაცია საქართველოს 23 აპრილს დატოვებს.
