"კომედი შოუს" ყოფილი მსახიობის ლევან გოგორელიანის (ფაქო) ძმის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ლევან გოგორელიანმა "ნიუსპრესთან" საუბარში აღნიშნა, რომ მისი ძმა საკუთარ სახლთან მეგობრებთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როცა მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები 6 მანქანით მივიდნენ და ორი მეგობრის თანხლებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
"გვქონდა ინფორმაცია, რომ მოდულის შენობაში ჰყავდათ, თუმცა, არ დაგვიდასტურეს. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, ჩემს ძმას არასდროს არ ჰქონია კონტაქტი არც სამართალდამცავებთან და არც დამნაშავეებთან, მას არასდროს არაფერი დაურღვევია. ასე უცებ მისი გაქრობა რას დავუკავშირო არ ვიცი. ისიც კი არ ვიცით სად არის"- განუცხადა "ნიუსპრესს" ლევან გოგორელიანმა.
ლევან გოგორელიანმა ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2" დატოვა და სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადავიდა.
