"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ზუგდიდში ორდღიან ტრენინგს გამართავს
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ზუგდიდში ორდღიან ტრენინგს გამართავს
16:44 19.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ბიზნეს სამართალწარმოებით დაინტერესებული ადვოკატებისთვის ზუგდიდში  ორდღიან ტრენინგს ჩაატარებს.
როგორც "ნიუსპრესს" "კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან" აცნობეს, ტრენინგის თემები იქნება გადასახადის სახეები და მათი გადახდის წესები, სალარო აპარატების გამოყენება, ჯარიმები სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის, საგადასახადო შემოწმება, დავა, შეთანხმება და საჩივრის განხილვა. გაიმრთება საჯარო დისკუსიები.
ტრენინგის დასასრულების შემდეგ, მონაწილეები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
ტრენინგებს "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატი როლანდ ასაკაშვილი და "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ ადეიშვილი გაუძღვებიან.
ტრენინგი პროექტის - "ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში ტარდება.

ბეჭდვა