ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზის სამკურნალო კორპუსის მშენებლობა მოინახულა
ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზის სამკურნალო კორპუსის მშენებლობა მოინახულა
16:37 19.04.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს ქსანში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო კორპუსის მშენებლობა მოინახულა.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, ახალი დაწესებულება ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციის და ეფექტური მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

ბეჭდვა