მსჯავრდებულები ტურისტულ ბილიკს დაასუფთავებენ
მსჯავრდებულები ტურისტულ ბილიკს დაასუფთავებენ
13:37 19.04.2012
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები ტურისტულ ბილიკს დაასუფთავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს  პროკურატურიდან აცნობეს, საპატიმრო სასჯელის სანაცვლოდ შვიდ მსჯავრდებულს მთაწმინდის ტურისტული ბილიკის დასუფთავება დაეკისრა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების, ქურდობის, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევისა და სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მთაწმინდისკენ მიმავალ ბილიკს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ და მითითებულ ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარს მეთვალყურეობას გაუწევენ. მსჯავრდებულებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სხვადასხვა ხანგრძლივობით, 60-დან 120 საათამდე მოუწევთ.
პროექტს „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა" იუსტიციის სამინიტრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროგრამის მიზანი მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა.

ბეჭდვა