„აჭარა P.S“-ს ქობულეთის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
„აჭარა P.S“-ს ქობულეთის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
10:52 19.04.2012

მედიაჯგუფის „აჭარა P.S“-ის წარმომადგენლები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურას ქობულეთის პოლიციის

 უფროსის დავით ბეჟანიძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ მედიაჯგუფიდან აცნობეს, „აჭარა P.S“ ბეჟანიძეს კორესპონდენტ სულხან მესხიძისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნიუსპრესი“ სულხან მესხიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ინციდენტი, 4 აპრილს საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქე მზევინარ მანველიშვილის გამოსახლების დროს მოხდა.
„როდესაც ადგილზე მივედი პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. კამერის ჩართვის შემდეგ, პოლიციელი მომვარდა, მხარში ხელი დამარტყა და კამერის წართმევა სცადა“ - განაცხადა ჟურნალიტმა.
მესხიძის თქმით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს.

ბეჭდვა