აკაკი ბობოხიძე ძმის დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
აკაკი ბობოხიძე ძმის დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
14:54 18.04.2012
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ძმის ლევან ბობოხიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ბობოხიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ამის შესახებ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და მისი ძმა დაჭერილი არ არის.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას კი, ბობოხიძე საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„ოქტომბრის არჩევნები გვიახლოვდება და ალბათ, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება კიდევ უფრო გააქტიურდება. არც არასაარჩევნო წლებში იყო ამის ნაკლებობა და ახლა ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე ხონის საკრებულოს წევრია. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ამავე ინფორმაციით, იგი უკვე გაათავისუფლეს.

ბეჭდვა