საქართველოს სასაზღვრო კომისრები ეყოლება
საქართველოს სასაზღვრო კომისრები ეყოლება
11:35 18.04.2012
საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლები – სასაზღვრო კომისრები ეყოლება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრძანება გამოსცა და სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულება უკვე დაამტკიცა.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები, რომელზეც წარმომადგენლები ინიშნებიან, განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით“ – ნათქვამია შს მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
სასაზღვრო კომისრები მათზე დაკისრებული საქმიანობის წარმართვის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ კონტროლს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვაზე და მისი დარღვევის აღმოსაფხვრელად ზომებს იღებენ. დამოუკიდებლად ან მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ სასაზღვრო ინციდენტების ცალმხრივ, ან ორმხრივ გამოძიებაში. ასევე, სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავებენ და ახორციელებენ გამაფრთხილებელ ზომებსა და სწრაფად მოგვარების ღონისძიებებს. ზედმიწევნით იცავენ სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირების წესებს და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობენ მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ.
ვანო მერაბიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება უკვე ძალაშია.

ბეჭდვა