აღდგომის ბრწყინვლე დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 200 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შეწყალებულთა შორის 13 ქალია, მათ შორის არ არიან არასრულწლოვნები.
კალმახელიძის თქმით, შეწყალებულები არიან, როგორც მძიმე, ასევე მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულები.
მისივე თქმით, მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებენ და ისინი აღდგომას საკუთარ ოჯახებთან ერთად შეხვდებიან.
შეწყალების კომისია სულ 417 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავდა.
