ომბუდსმენი ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საკითხზე პროკურატურის რეაგირებას არაადეკვატურს უწოდებს
ომბუდსმენი ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საკითხზე პროკურატურის რეაგირებას არაადეკვატურს უწოდებს
18:45 12.04.2012
სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განმარტებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საკითხზე მთავარ პროკურატურას  მიმართა და შსს–ს თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა.
"საკითხი შეეხებოდა არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც მიუთითებდნენ როგორც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ასევე მცირე დროით უკანონოდ დაკავების ფაქტზე, აპარატურის დაზიანებასა და მასალის განადგურებაზე. ჟურნალისტების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურიდან პასუხი მივიღე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჩვენი რეკომენდაცია შსს–ს გადაეგზავნა, ვინაიდან, პროკურატურამ გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა და მასალები რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნა. ამას მოჰყვა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პოლიციელის პასუხისმგებლობის დაყენება" – აღნიშნა ტუღუშმა.
სახალხო დამცველი ამ ფაქტს არაადეკვატურ რეაგირებად აფასებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო და პირთა პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნების თანახმად უნდა დაეყენებინა.
გიორგი ტუღუშს 26 მაისის აქციის დაშლაზე და ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე შეკითხვები საპარლამენტო ოპოზიციამ დაუსვა.

ბეჭდვა