უზენაეს სასამართლოს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
უზენაეს სასამართლოს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
13:07 12.04.2012
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს თურქეთის იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის საგარეო და სამართლის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.
როგორც „ნიუსპრესს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, სტუმრებს შორის თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე იყვნენ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სასამართლოში მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეთა შერჩევისა და სწავლების, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებული ცვლილებების, ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებების შესახებ ისაუბრა.
თურქული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 13 აპრილს დასრულდება.

ბეჭდვა