აღსრულების ეროვნული ბიურო სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე სემინარებში მიღებს მონაწილეობას
აღსრულების ეროვნული ბიურო სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე სემინარებში მიღებს მონაწილეობას
10:29 11.04.2012
აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე სემინარებს შვედი ექსპერტები - პიტერ კაბენესი და მაგნუს ვესტერსტრომი მართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სემინარების მთავარი მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო აპრობირებული მეთოდებისა და მოდელების გაცნობა, ასევე შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს პრაქტიკის გაზიარება.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ სემინარების შედეგად ბიუროს თანამშრომლები ორგანიზაციული მართვის სტრატეგიული დაგეგმარების მიდგომებსა და პრაქტიკული მეთოდების შესახებ ცოდნას იღრმავებენ.
შეხვედრების ორგანიზატორი შვედეთის სააღსრულებო სააგენტოა.

ბეჭდვა