ჯონდი ბაღათურია შსს–გან პასუხს ითხოვს
ჯონდი ბაღათურია შსს–გან პასუხს ითხოვს
14:24 10.04.2012
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც 9 აპრილს "პროვოკაცია და ქვების სროლა მოაწყო".
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ 9 აპრილს, სანთლის დასანთებად მისული ადამიანებისთვის გზა არ უნდა გადაეკეტათ და პროვოკაცია არ უნდა მოწყოთ.
"მითუმეტეს, დევნილთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უწესიერესი და ძალიან პატიოსანი ადამიანი არ უნდა დაეკავებინათ, რომელიც შემდეგ, მე მგონი გაუშვეს" – განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, გუშინდელ ინციდენტზე პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი უნდა მოისმინოს.
9 აპრილს პარლამენტის წინ არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მათ შორის დაცვამ ტერიტორია იძულებით დაატოვებინა "დევნილათა სამოქალაქო მოძრაობის" წევრებს.

ბეჭდვა