შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით რეხვიაშვილი დააკვეს.
სამინიტროს ცნობით, დავით რეხვიაშვილმა შპს „ინდუსტრია 2"-ის წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (ქ.თბილისში კახეთის გზატკეცილის 38-ე კმ-ზე ავტომანქანების სადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაში), გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 60 000 ლარი გამოსძალა.
ბრალდებულის სახით დაკავებული დავით რეხვიაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
