თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი 11 აპრილს განახლდება
თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი 11 აპრილს განახლდება
17:26 09.04.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებული თამაზ თამაზაშვილის საქმის განხილვა 11 აპრილს განახლდება.
7 აპრილს გამართულ სხდომაზე, თამაზაშვილმა დაკითხვისას მის კუთვნილ ავტომობილსა და საცხოვრებელ სახლში იარაღის არსებობა უარყო და აღნიშნა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნის.
მოსამართლე გიორგი არევაძე საქმის განხილვას 11 აპრილს, მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენით განაგრძობს.
კოლიაცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილს უფლებამცველი ორგანიზაცების მიერ შექმნილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განმარტავს, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა წაუყენეს.
დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

ბეჭდვა