ოზურგეთში იუსტიციის სახლი ხვალ გაიხსნება
ოზურგეთში იუსტიციის სახლი ხვალ გაიხსნება
14:49 09.04.2012
ქალაქ ოზურგეთში იუსტიციის სახლი ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებას პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრებიან.

სამინისტროს ცნობით, იუსტიციის სახლი ოზურგეთში იოანე პატრიწის ქუჩა #9-ში განთავსდება.

ბეჭდვა