პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად და მათი გათავისუფლების მიზნით, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და პატიმართა
დახმარების საქველმოქმედო ფონდი ახალ პროექტს იწყებენ.
როგორც "ნიუსპრესს" მოძრაობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოში მოქმედი უფლებადამცველი და პოლიტიკური გაერთიანებების ერთობლივი მემორანდუმის გაფორმება.
მემორანდუმი, ევროსაბჭოს ეგიდით, სპეციალური და პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. საქმეების შესწავლის შემდეგ, კომისია ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ხელისუფლების წინაშე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხს დასვამს.
მემორანდუმი მხარდასაჭერად ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებას გადაეგზავნება.
მემორანდუმის სრული ტექსტი ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
