ხათუნა კალმახელიძემ გურჯაანში მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური სერვისი გააცნო
ხათუნა კალმახელიძემ გურჯაანში მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური სერვისი გააცნო
18:31 07.04.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, იურიდიული დახმარების მობილური სერვისი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის მოსახლეობას გააცნო.
სამინისტროს ცნობით, ახალი მომსახურება მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ითვალისწინებს.
სოფელ კაჭრეთის მოსახლეობამ დღეს იურისტებისგან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებიც მიიღო.
მინისტრის თქმით, იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე იმ ადამიანებს გაუწევს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.
საქართველოს მასშტაბით, იურიდიული დახმარების სამსახურის 16 რეგიონული ოფისი მოქმედებს.
დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ონლაინ კონსულტაცია, რომელიც მოქალაქეებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

ბეჭდვა