კუდ-მა ტრეფიკინგის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა
კუდ-მა ტრეფიკინგის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა
15:07 06.04.2012
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე სოფიო ყოლბაია და თეა დოლიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაკავებულია თურქეთის მოქალაქე მუზექა შენქული.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული პირები მოტყუებით, დასაქმების საბაბით ცდილობდნენ ქართველი ახალგაზრდა გოგონების თურქეთის რესპუბლიკაში ჩაყვანას, რეალურად კი, მათი პროსტიტუციაში ჩაბმა სურდათ.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ბეჭდვა