შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს დღეს პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკა ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ელჩის სტუმრობის მიზანი არქივის ისტორიის უკეთ გაცნობა იყო.
დოროშევსკა არქივის გახსნილობით და იმ დოკუმენტაციით დაინტერესდა, რომელიც შსს-ს არქივშია დაცული და უშუალოდ პოლონელ ხალხს ეხება.
არქივსა და პოლონეთის ელჩს შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შედგა და ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.
