სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის 10 მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის 10 მოქალაქე დააკავეს
16:20 05.04.2012
სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ბანგლადეშის რესპუბლიკის 10 მოქალაქე დააკავეს.

მეზანურ რაჰმანი, მოჰამად ტარიკულ ჰასანი, ბულბულ აჰმედი, სიპან მია, მეჰედ ჰასანი, აბუ საიმენ აზადი, მოჰამედ რუჰულ ამინი, შაჰადათ ჰოსსენი, მასუდ ფარვეზი და მოჰამად ფაიშალი თბილისში დააკავეს.
შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 3 აპრილს დაკავებულებმა ბანგლადეშის მოქალაქეს - მუჰამედ რაჰმანს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მის ოჯახს 5 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა