ევროკავშირის ელჩი გლდანში მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო
ევროკავშირის ელჩი გლდანში მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო
16:15 05.04.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს  გლდანის №8-ე და №18-ე დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებში არსებული სერვისები დაათვალიერებინა.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირის ელჩი საზოგადოებრივი მისაღების დათვალიერების შემდეგ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და სამედიცინო სერვისს გაეცნო.
"ევროკავშირი სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმების მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ევროპული სტანდარტების დანერგვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება" - აღნიშნა კალმახელიძემ.
ქსნის №15-ე დაწესებულებათან მიმდინარეობს საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა. სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ეტაპობრივად ამოქმედდება.

ბეჭდვა