მოქალაქეობის აღდგენის შესახებ წარდგინების განმეორებითი განხილვა 6 თვის შემდეგაა შესაძლებელი
მოქალაქეობის აღდგენის შესახებ წარდგინების განმეორებითი განხილვა 6 თვის შემდეგაა შესაძლებელი
18:05 04.04.2012
მოქალაქეობის აღდგენის შესახებ წარდგინების განმეორებითი განხილვა წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება. ამის შესახებ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლშია ნათქვამი.
39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ“.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

„ქართული ოცნების“ პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამის მიუხედავად კოალიციის გეგმებში არაფერი იცვლება და ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ლიდერად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად რჩება.

ბეჭდვა