სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
14:54 04.04.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნაჯაფოვ იბრაჰიმი დააკავეს.
იგი სარფის N1 სასაზღვრო სექტორის დასაცავი მონაკვეთის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
დაკავებული საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.

ბეჭდვა