თბილისში გვიან ღამით საკუთარ სახლში 69 წლის მამაკაცი დაჭრილი იპოვეს.
შემთხვევა ვაკეში, ფალიაშვილის 72-ში მოხდა. მას 2 ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის ვერსია განიხილება. დაშავებული მძიმე მდგომარებაში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
