იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კორუფციის ბრალდებით, მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, მან საკუთარი იურიდიული კომპანია დააფუძნა.
კახა ცნობილაძე კომპანიაში იურიდიული მომსახურების მისაღებად ამისამართებდა თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ, ფულად გასამრჯელოს იღებდა.
პროკურატურამ დაკავებული პროკურორის იურიდიული ფირმის დირექტორის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა.
