ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოროტმოქმედთა ექვსკაციანი დაჯგუფება დააკავა, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
აღნიშნულ დაჯგუფება დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინის" შეტანით იყო დაკავებული.
ორგანიზებული დაჯგუფების წევრებს შორის არის 18 წლის ოსი გოგონა, ასევე, ქართველი, ჩეჩენი და ოსი ქალბატონები. დაკავებისას მათ 700 გრამი "ჰეროინი" აღმოაჩნდათ.
ამჟამად დაკავებულთა ნაწილი გამოძებასთან თანამშრომლობს.
